ბურკინა ფასოში ისლამისტმა მებრძოლებმა მეჩეთში მლოცველებს ცეცხლი გაუხსნეს

ბურკინა ფასოში ისლამისტმა მებრძოლებმა მეჩეთში მლოცველებს ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე ბურკინა ფასოში ცეცხლი უცნობმა დაჯგუფებამ ადგილობრივ კათოლიკურ ეკლესიას გაუხსნა. კათოლიკურ ეკლესიაში კვირის მესას დროს თავდასხმას 15 ადამიანი ემსხვერპლა. ოფიციალურად ამ ორ თავდასხმას შორის კავშირი საგამოძიებო უწყებებს ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ. როგორც ცნობილია, ისლამისტმა ტერორისტებმა მოგვიანებით იერიში მიიტანეს სხვა შეიარაღებულ პირებზე მეჩეთის სიახლოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ნათიაბოანიში მებრძოლებმა ცეცხლი დილით ადრე ლოცვისას გახსნეს და ათობით ადამიანი გარდაიცვალა. ბურკინა ფასოს წარმომადგენლების თქმით, გარდაცვლილთა უდიდესი ნაწილი მუსლიმი კაცია.
ამჟამად ბურკინა ფასოს ტერიტორიის მესამედ აჯანყებული მებრძოლები აკონტროლებენ. თავდასხმის ადგილას, ქვეყნის აღმოსავლეთით ერთდროულად რამდენიმე შეიარაღებული დაჯგუფება ოპერირებს. ბურკინა ფასოში რელიგიურ პირებზე თავდასხმები საკმაოდ ხშირია.