“ბურთს ძალიან ნელა იშორებს და ფეხით არადამაჯერებელია” – ლივერპულის ქომაგების ორაზროვანი კომენტარები მამარდაშვილის თამაშზე

დღეს თბილისის დროით 14:30 საათზე გიორგი მამარდაშვილის “ლივერპულმა” იაპონიაში “იოკოჰამა მარინოსის” წინააღმდეგ ითამაშა და 3-1 ანგარიშით იმარჯვა. მამარდაშვილმა ერთი მაგარი მოგერიება შემოგვთავაზა, თუმცა კარის მშრალად შენახვა ვერ შეძლო. მოდით, თვალი გადავავლოთ, თუ რას წერენ უცხოელები ქართველ მეკარეზე სოციალურ ქსელში:
“გულწრფელად რომ ვთქვა, მამარდაშვილი ამ სეზონში იმედს გამიცრუებს. ბურთს ძალიან ნელა იშორებს და ფეხით არადამაჯერებელია.”
“თუ რომელიმე გუნდი ჩვენთან პრესინგზე წამოვა, მამარდაშვილის გამო სერიოზულ საფრთხეში ჩავვარდებით.”
“ალისონი ფორმაში უნდა იყოს, რადგან მამარდაშვილს სასწავლი ბევრი აქვს, მან უნდა დაივიწყოს უაზრო გრძელი გადაცემების გაკეთება და თავდაპირველად, ფეხით თამაში მცველებთან და საყრდენებთან შეთამაშებით გაიუმჯობესოს.”
“ბევრ მეკარეს თავით დარტყმულის მოგერიება ისე არ შეუძლია, როგორც გიორგი მამარდაშვილს!”
“მამარდაშვილის პირველ მატჩებში დავინახეთ, რომ ის ბურთებს კარგად იღებს, მაგრამ ფეხით თამაშზე სამუშაო აქვს.”
“რაც წინასასეზონო შეხვედრებში ვნახე, მამარდაშვილში ასი პროცენტით დარწმუნებული არ ვარ. ვიმედოვნებ, რომ ის უბრალოდ გუნდთან შეწყობის პროცესშია და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვერ წარმოაჩინა.”
“მოდით, მას გვერდში დავუდგეთ, როგორც ეს ალისონის შემთხვევაში გავაკეთეთ და შედეგმაც არ დააყოვნა!”
“ლივერპული” წინასასეზონო პერიოდის ბოლო მატჩს ბილბაოს “ატლეტიკთან” 4 აგვისტოს გამართავს, 10 აგვისტოს კი “მერსესაიდელები” “კრისტალ პალასს” ინგლისის სუპერთასის დასაუფლებლად შეხვდებიან.
· . არაფერი მოულოდნელი.ყველამ ვიცით,რომ მამარდას ფეხით და გამოსვლებზე თამაში დასახვეწი აქვს.ამ თამი ფეხით თამაშობდა,მაგრამ დაძაბულობა ვიზუალურადაც კი ეტყობოდა.უარი მაინც არ უთქვამს და იმედია,მალე თავდაჯერებასაც მიაღწევს.ვალენსიაში ფეხით თამაში პრაქტიკულად არ უწევდა,ლივერპულმა მისი ამ ნაკლის შესახებ თავიდანვე იცოდა და მისი იმედი რომ არ ჰქონოდათ,არ იყიდიდნენ.იმუშავებენ მასთან,ალისონსაც შეხედავს და სწრაფად რომ სწავლობს,ესეც ყველამ ვიცით.უბრალოდ,ამის გამო,შესაძლოა სათამაშო პრაქტიკა მოაკლდეს და ჩვენი ნაკრებისთვის ეს ძალიან ცუდი იქნება.
მამარდაშვილის 90 წუთი და ვირცის სადებიუტო გოლი – “ლივერპულმა” “იოკოჰამას” დაუქამბექა
მამარდაშვილის 90 წუთი და ვირცის სადებიუტო გოლი – “ლივერპულმა” “იოკოჰამას” დაუქამბექა