“ბურთი ჩვენს მოედანზეა” – ვისზეა დამოკიდებული IMF-ის პროგრამის აღდგენა?

“ექსპო ჯორჯიას” დირექტორი, რესან ქიქავა მიიჩნევს, რომ IMF-თან ახალი პროგრამის შესათანხმებლად ბურთი საქართველოს მოედანზეა და სრულიად ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, როგორ წარიმართება ეს პროცესი. ამის შესახებ რესან ქიქავამ “ანალიტიკას” ეთერში ისაუბრა.
“ბურთი ჩვენს მოედანზეა, ჩვენზეა დამოკიდებული ყველა იმ რეკომენდაციას, რაც გვაქვს მოცემული, შევასრულებთ, თუ რა გზით მივდივართ საერთოდ. ჩანს, საითაც მივდივართ, უბრალოდ, რამდენად შევეგუებით ამ ყველაფერს, სხვა საკითხია. “ქართულმა ოცნებამ” თვითონ უკეთ იცის ალბათ, უნდათ თუ არა IMF-თან ურთიერთობა, ჩვენთვის ყველა ასეთი ტიპის პროგრამა უმნიშვნელოვანესია.