ბურთი ახლა ბრიუსელის მოედანზეა –

2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მიღწევადია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.
პრემიერი ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პროცესში ბრიუსელის მეტი მოქნილობის საჭიროებაზე საუბრობს.
როგორც ირაკლი ინტერვიუში აღნიშნავს, ბურთი ახლა ბრიუსელის მოედანზეა და გაერთიანებას ახალი წევრებისადმი მიდგომებში მეტი მოქნილობა სჭირდება. მისივე თქმით, საქართველოს ევროპულ ბიუროკრატიასთან აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევები, თუმცა ის საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ ქვეყანა 2030 წელს ევროკავშირის წევრი გახდება.
„ჩვენ განუხრელად ვივლით ამ მიზნისკენ და ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო წლებში საქართველოსადმი მიდგომა უფრო სამართლიანი იქნება”, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
როგორც „ევრონიუსი“ წერს, ირაკლი კობახიძის შეფასებით, დღეს რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ჯანსაღი ურთიერთობები არ არის, ამის მიზეზია არა საქართველოს პოლიტიკა, არამედ ევროპული ბიუროკრატიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ და თუკი ეს პოლიტიკა შეიცვლება, ყველაფერი გამოსწორდება.
„ჩვენი ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ დაინტერესებული ვართ ევროკავშირთან ჯანსაღი ურთიერთობებით, რასაც ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ. მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამის მიზეზია არა საქართველოს პოლიტიკა, არამედ ევროპული ბიუროკრატიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ. ასე რომ, თუკი ეს პოლიტიკა შეიცვლება, ყველაფერი გამოსწორდება“, – აცხადებს ირაკლი .

ასევე დაგაინტერესებთ

დასავლეთმა არაერთხელ უარყო რუსეთთან მშვიდობა – საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ დამღუპველი თამაში ისევ წამოიწყეს, რაც ღრმად საფრთხის შემცველია ევროპისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი კიდევ ერთ ომში შედიან

შალვა პაპუაშვილი “თიბისი ბანკის” ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: ნაკლებად სასურველია, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის ენის მატარებელი, სიძულვილის განმასახიარებელი ადამიანების გაიგივება – ასეთი მოვლენები, ზოგადად, ძალიან მძიმეა