ბუნებრივი იქნებოდა, ჩვენი პარტიიდან პრემიერობის კანდიდატად სააკაშვილი დასახელდეს – პეტრე ცისკარიშვილი

ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რა ფორმით ჩაერთვება საარჩევნო პროცესში.
ცისკარიშვილს კითხვა დაუსვეს, ხომ არ იქნება პრემიერობის კანდიდატი?
პეტრე ცისკარიშვილის თქმით, სოლიდური რაოდენობაა იმ ადამიანების, რომელთა სურვილიც არის, რომ სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატი იყოს.
„მხოლოდ ჩემი მოსაზრება არ არის, საკმაოდ სოლიდური რაოდენობაა იმ ადამიანების, თანაპარტიელების, რომლებიც ამ აზრს იზიარებენ. აუცილებლად ნახავთ, როგორ ჩაერთვება მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო პროცესში. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის მისაღებია. იმედი მაქვს, შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში თვითონ გამოაცხადებს, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ითხვაზე, ხომ არ მიიღო სააკაშვილმა შეთავაზება პრემიერობის კანდიდატობის შესახებ, პეტრე ცისკარიშვილმა აღნიშნა:
„შეთავაზების მიღება არასწორი ფორმულირებაა, ის არის ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, პარტიის ლიდერი, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს პოლიტიკურ კამპანიაში აქტიურად ჩართვა, არჩევნებში მონაწილეობა. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ მისი ბუნებრივი პოზიცია იქნებოდა, ჩვენი პარტიიდან დასახელებული იყოს პრემიერმინისტრობის კანდიდატად“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა