ბუნებრივი გაზის, ელექტროენერგიის, ქვანახშირის და ნავთობპროდუქტების წარმოება შემცირდა

ელექტროენერგიის მთლიანმა წარმოებამ 2023 წლის ნოემბერში 1003.4 გვტ.სთ შეადგინა (ოქტომბერში 1043.4 გვტ.სთ იყო), საიდანაც თბოელექტროსადგურებზე 363.6 გვტ.სთ, ჰიდროელექტროსადგურებზე 633.4 გვტ.სთ, ხოლო ქარის ელექტროსადგურზე 6.4 გვტ.სთ მოდიოდა.
ელექტროენერგიის შიდა მიწოდებამ 1 032.2 გვტ.სთ შეადგინა, ხოლო იმპორტმა 466.7 გვტ.სთ, რაც შეეხება ექსპორტს ეს მაჩვენებელი 386,3 გვტ.სთ იყო.
გასული წლის ნოემბერში ბუნებრივი გაზის წარმოებამ 1.3 მლნ.მ3 შეადგინა (ოქტომბერში 1.4 მლნ.მ3). იმპორტი 488 მლნ.მ3, ხოლო შიდა მიწოდება 489,3 მლნ.მ3 გახდა.
რაც შეეხება ნავთობის და ნავთობპროდუქტების წარმოებას, ნოემბერში 2.2 ათასი ტონა იყო, რაც 4.5 ათასი ტონით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით. შიდა მიწოდებამ 157.5 ათასი ტონა შეადგინა, იმპორტმა 170,5 ათასი ტონა, ხოლო ექსპორტმა 17,3 ათასი ტონა.
ქვანახშირის წარმოებამ ნოემბერში 11.8 ათასი ტონა შეადგინა, რაც შემცირებული მაჩვენებელია, რადგან ოქტომბერში 13,6 ათასი ტონა იყო. იმპორტმა 6,4 ათასი ტონა, ხოლო შიდა მიწოდება 32.9 ათასი ტონა შეადგინა.