“ბუნებრივი ბარიერი არის ყველაზე სწორი და ადეკვატური საარჩევნო წესრიგი” – ჰერმან საბო

5-ის ნაცვლად, 2% – ოპოზიცია კვლავ საარჩევნო ბარიერის შემცირებას მოითხოვს. თუმცა, ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას შეფასებით, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ისინი ყველანაირი სცენარისთვის მზად უნდა იყვნენ და არჩევნებისთვის ძალების მაქსიმალური მობილიზება შეძლონ.
ამასთან, “გირჩის” წევრის, ჰერმან საბოს თქმით კი, ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ რაც უფრო მეტი პარტია მოხვდება ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, ეს სახელმწიფოს განვითარებისთვის მხოლოდ დადებითის მომტანი იქნება.
“ბუნებრივი ბარიერი არის ყველაზე სწორი და ადეკვატური საარჩევნო წესრიგი, რადგან თუ 20 ათას ადამიანს უნდა, რომ მის ხმას პარლამენტში წარმოადგენდეს ვიღაცა პეტრე, მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, ეს პეტრე “დაიქირაონ”, დასვან პარლამენტში და მათ რაც აწუხებთ, იმაზე ილაპარაკოს,” – განაცხადა “გირჩის” წევრმა, ჰერმან საბომ.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისიის პრეზიდენტი უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ საკითხად აქცევს, ეს სტანდარტი არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხის მოთხოვნა, რომლის გამოყენების სამართლიანი უფლება აქვს ქართულ სახელმწიფოს