“ბუნებრივი ბარიერი არის ყველაზე სწორი და ადეკვატური საარჩევნო წესრიგი” – ჰერმან საბო

5-ის ნაცვლად, 2% – ოპოზიცია კვლავ საარჩევნო ბარიერის შემცირებას მოითხოვს. თუმცა, ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას შეფასებით, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ისინი ყველანაირი სცენარისთვის მზად უნდა იყვნენ და სთვის ძალების მაქსიმალური მობილიზება შეძლონ.
ამასთან, “გირჩის” წევრის, ჰერმან საბოს თქმით კი, ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ რაც უფრო მეტი პარტია მოხვდება ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, ეს სახელმწიფოს განვითარებისთვის მხოლოდ დადებითის მომტანი იქნება.
“ბუნებრივი ბარიერი არის ყველაზე სწორი და ადეკვატური საარჩევნო წესრიგი, რადგან თუ 20 ათას ადამიანს უნდა, რომ მის ხმას პარლამენტში წარმოადგენდეს ვიღაცა პეტრე, მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, ეს პეტრე “დაიქირაონ”, დასვან პარლამენტში და მათ რაც აწუხებთ, იმაზე ილაპარაკოს,” – განაცხადა “გირჩის” წევრმა, ჰერმან საბომ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ გადავლახეთ სერიოზული პრობლემები, წარმატებით ჩავატარეთ ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, შემდეგი ორი წლის განმავლობაში არ გვექნება არჩევნები და შეგვიძლია, მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე

ჩვენ არ გაგვიჭირდა ფაქტების დადება და ფაქტებით დავადასტურეთ, რომ არათუ კამიტი, არამედ არც ერთი აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული, იყო მარტივი გათვლა – ეს ინფორმაცია უნდა გავრცელებულიყო „ბი-ბი-სის“ მიერ, შემდეგ შესაბამისი ჩანაწერები უნდა მოხვედრილიყო კონკრეტულ საერთაშორისო დოკუმენტებში

ამერიკულმა განცხადებებმა, იგივე ბორის ჯონსონის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რასაც ვამბობდით სხვადასხვა დროს, რომ რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში აღმოჩნდა ორპირი ქარის პოლიტიკა, ამან ძალიან მძიმე შედეგები იქონია კონკრეტულ ქვეყნებზე