ბუნებაში არ არსებობს არავითარი ფაქტი და მტკიცებულება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით

ბუნებაში არ არსებობს არავითარი ფაქტი და მტკიცებულება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქობულეთში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პროკურატურა მთელი ამ დროის განმავლობაში ითხოვს ფაქტებს, ითხოვს მტკიცებულებებს, თუმცა ნული ფაქტი, ნული მტკიცებულება, ეს ყველაფერზე მეტყველებს.
„დანარჩენი არის სპეკულაციები და სპეკულაციებისთვის ყოველთვის რჩება სივრცე, რადგან ამას არ სჭირდება კონკრეტული მიზეზი, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება რადიკალურ ოპოზიციას, მაგრამ რეალურად ყველა ხედავს იმას, რომ არავითარი საფუძველი არ არსებობს გაყალბებაზე საუბრისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა… როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო)