ბუნდესტაგში ძაღლებს დაუშვებენ

ბუნდესტაგის (გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატის) დეპუტატთა საინიციატივო ჯგუფი საკანონმდებლო ორგანოში ძაღლების დაშვების წინადადებით გამოვიდა. ამჟამად ბუნდესტაგის რეგულაციების თანახმად, შენობაში სკუტერების, ველოსიპედების და ცხოველების შეყვანა არ შეიძლება. გამონაკლისი მხოლოდ სამსახურის ძაღლებია.
თუმცა, დეპუტატებმა უკვე მიიღეს ნებართვა შშმ-ის პირების დასახმარებლად მეგზური ძაღლების შეყვანაზე.
ჯგუფი აგრძელებს სხვა პარლამენტარების დარწმუნებას, რომ ძაღლები დადებით გავლენას მოახდენენ პარლამენტის მუშაობაზე. ჯგუფის თავმჯდომარე, იენს ბიკი, ამტკიცებს, რომ ძაღლების პატრონებთან ყოფნა ამცირებს სტრესს სამუშაო ადგილზე
სახელმწიფო უწყებებში შინაური ცხოველების მიყვანა დასაშვები გახდა ბუდაპეშტშიც.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ