ბუნდესტაგმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც დეპორტაციის პროცესს დააჩქარებს

გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც იმ ადამიანების დეპორტაციას დააჩქარებს, რომლებსაც თავშესაფრის მიღებაზე უარი უთხრეს.
კანონპროექტი ს მთავრობის მიერ არალეგალურ მიგრაციასთან და მასთან დაკავშირებული პრობლემების წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის ნაწილია.
კანონპროექტი ბუნდესტაგში 2023 წლის შობამდე 1 კვირით ადრე გასულ სესიაზე დღის წესრიგიდან ამოიღეს, რადგან შოლცის კოალიციური მთავრობის წევრმა პარტიამ მწვანეებმა გარკვეული ცვლილებები მოითხოვეს.
ცვლილებების შეტანის შემდეგ კი კანონპროექტმა კოალიციის სამივე წევრი პარტიის ხმები მიიღო (მწვანეების ნაწილმა კანონს მხარი მაინც არ დაუჭირა), ოპოზიციაში მყოფმა ქრისტიან-დემოკრატებმა კი კანონპროექტს არაეფექტური უწოდეს.
კანონპროექტის მიხედვით, დეპორტაციამდე დაკავების კანონიერი მაქსიმალური ვადა 10 დღიდან 28 დღემდე გახანგრძლივდება. ხელისუფლებას კი ექნება უფრო მეტი უფლებამოსილება, როდესაც საქმე ჩხრეკის ჩატარებამდე მივა. ცვლილებების შედეგად, პოლიციას უფლება ექნება შევიდეს საერთო საცხოვრებელში და არამხოლოდ დეპორტირებული პირის ოთახში.
“ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ დარჩენის უფლების არმქონე ადამიანებს ჩვენი ქვეყნის დატოვება უფრო სწრაფად მოუწიოთ”. – თქვა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა.
ამავდროულად, მინისტრმა აღნიშნა, რომ კანონი ხელისუფლებას ორგანიზებული დანაშაულის, კერძოდ, ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება.