ბუნდესტაგის წევრი ბეატრიქს ფონ შტორჰი ილონ მასკს მიმართავს: მიხაელ როთი თქვენი სიძულვილისკენ მოუწოდებს ხალხს, თითქოსდა გერმანიის არჩევნებში თქვენი „ჩარევის“ გამო, მაშინ, როცა საქართველოში არჩევნებში ჩარევას თავად ცდილობდა

ბუნდესტაგის წევრი ბეატრიქს ფონ შტორჰი ილონ მასკს მიმართავს: მიხაელ როთი თქვენი სიძულვილისკენ მოუწოდებს ხალხს, თითქოსდა გერმანიის არჩევნებში თქვენი „ჩარევის“ გამო, მაშინ, როცა საქართველოში არჩევნებში ჩარევას თავად ცდილობდა
ბუნდესტაგის წევრი, ბეატრიქს ფონ შტორჰი, თბილისში ოპოზიციის აქციაზე მყოფი მიხაელ როთის ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და ილონ მასკს მიმართავს.
როგორც ფონ შტორჰი აღნიშნავს, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი, ხალხს მოუწოდებს, რომ გერმანიის არჩევნებში ვითომდა ჩარევის გამო, ილონ მასკი შეიძულონ, ეს კი იმ ფონზე, როდესაც მიხაელ როთი თავად ცდილობდა საქართველოში არჩევნებში ჩარეულიყო.
„ეს არის გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. ის საჯაროდ მოუწოდებს ხალხს, რომ სძულდეთ, გერმანიის არჩევნებში ვითომდა „ჩარევის“ გამო და ღიად აცხადებს, რომ „ეზიზღებით“. ეს ყველაფერი მაშინ, როცა თავად საქართველოში საჯაროდ ცდილობდა მათ არჩევნებში ჩარევას.” – წერს ბეატრიქს ფონ შტორჰი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

სინოდალურმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა ილია II-ს, რომ საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებში გარკვევამდე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 6 ივნისს გამოტანილი განაჩენი შეჩერდეს

ისეთი ამბავი აქვს ატეხილი ოპოზიციას ჯარიმებსა და დაკავებებზე, გეგონება ჩვენმა ხელისუფლებამ მოიგონა და ერთადერთნი ვართ მსოფლიოში – გადახედონ, თუ რა სასჯელია მსგავს მოქმედებებზე ევროპულ წამყვან ქვეყნებში და ამის შემდეგ აპროტესტონ