ბუნდესრატმა თავდაცვის ხარჯების გაზრდისთვის კონსტიტუციური ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა

21 მარტს, გერმანიის პარლამენტის ზედა პალატამ, ბუნდესრატმა რომელიც ქვეყნის 16 ფედერალური მიწის მთავრობებს წარმოადგენს, კონსტიტუციური ცვლილებების პაკეტი საბოლოოდ დაამტკიცა. ეს 18 მარტის ქვედა პალატის, ბუნდესტაგის მიერ შესაბამისი პაკეტის მიღებას მოჰვა.
აღნიშნული პაკეტით, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერსა და მომავალ კანცლერს, ფრიდრიხ მერცს ინფრასტრუქტურის გასავითარებლად და თავდაცვის ხარჯების გაზრდის გასამარტივებლად €500 მილიარდიანი ფონდის შექმნა სურს.
“ჩვენ, სულ მცირე, 10 წელია რაც უსაფრთხოების ყალბი შეგრძნება გვაქვს. […] ეს გადაწყვეტილება, რომელსაც თავდაცვის სამზადისზე ვიღებთ შესაძლოა იყოს პირველი მსხვილი ნაბიჯი ევროპის ახალი თავდაცვის საზოგადოების მიმართულებით” – თქვა მერცმა 18 მარტის კენჭისყრის წინ.
კონსტიტუციურ ცვლილებებს მხარი დაუჭირა ფედერალური მხარეების 46 წარმომადგენლიდან 35-მა. 16 მიწიდან 4-ის წარმომადგენლებმა კი თავი შეიკავეს.
4 მარტს, გერმანიის ქრისტიან დემოკრატიული კავშირმა (CDU/CSU) და სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD) სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბების შესახებ საკონსულტაციო მოლაპარაკებების ფარგლებში, შეთანხმებას მიაღწიეს ასობით მილიარდი ევროს ღირებულების დაფინანსების პაკეტზე. ამის შესახებ გერმანიის მომავალმა კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბერლინში, მარკუს ზიოდერთან (CSU), ლარს კლინგბაილთან (SPD) და სასკია ესკენთან (SPD) ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
შეთანხმების მიხედვით, მშპ-ს 1%-ზე მეტის ღირებულების თავდაცვის ხარჯები შიდა სახელმწიფო ვალის შეზღუდვებისგან უნდა გათავისუფლდეს. ასევე, უნდა შეიქმნა 500 მილიარდი ევროს ღირებულების ფონდი, რომელიც მომდევნო ათწლიანი პერიოდის განმავლობაში ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს მოხმარდება.
წყარო: tabula.ge