“ბუნდესვერი ევროპის უძლიერესი არმია გახდება – უკრაინელების მხარეს ვდგავართ უპირობოდ” – მერცი

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, გერმანია ევროპის თავდაცვაზე მეტ პასუხისმგებლობას აიღებს და ევროკავშირში ყველაზე ძლიერ ჯარს შექმნის. ამის შესახებ მერცმა ბუნდესტაგში მიმართვისას ისაუბრა.
“ფედერალური მთავრობა გამოყოფს სრულ ფინანსურ რესურსებს, რაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ ბუნდესვერი (გერმანიის ჯარი) ევროპის უძლიერესი არმია გახდეს. ეს სრულად შესაბამისია იმ ქვეყნისთვის, რომელიც ევროპაში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა. ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ჩვენგან ამას ელიან – მეტიც, ისინი ამას ჩვენგან ღიად ითხოვენ. ჩვენი მიზანია, რომ ისეთი ძლიერი გერმანია და ევროპა, რომელსაც საკუთარი იარაღის გამოყენება არასდროს დაჭირდება არ უნდა არსებობდეს არანაირი ეჭვი იმის შესახებ, თუ სად ვდგავართ – უპირობოდ უკრაინელების მხარეს”. – თქვა მერცმა.

ასევე დაგაინტერესებთ