ბულინგი ბავშვის თანდასწრებით მწარედ მახსოვს. ბულინგი კი არა, სააკაშვილის სპეცრაზმელების შემოვარდნა დილის 5 საათზე, როდესაც ყველას ეძინა და როდესაც ავტომატი იყო მოშვერილი ჩემსა და ჩემი 11 წლის ბავშვის მიმართ

ბულინგი ბავშვის თანდასწრებით მწარედ მახსოვს. ბულინგი კი არა, სააკაშვილის სპეცრაზმელების შემოვარდნა დილის 5 საათზე, როდესაც ყველას ეძინა და როდესაც ავტომატი იყო მოშვერილი ჩემსა და ჩემი 11 წლის ბავშვის მიმართ
ბულინგი ბავშვის თანდასწრებით ძალიან მწარედ მახსოვს, მე პირადად მაქვს გამოცდილი ეს. ისეთი ტრავმაა, ადამიანს ყოველთვის თან დაჰყვება – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა დეპუტატ მარიამ ლაშხის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ეს ადამიანები სპეციალურად მიმართავენ ბულინგს, რომ ბავშვები ტრავმირებულები იყვნენ.
„დარწმუნებული ვარ, არ იციან, რომ სააკაშვილის დროს, ვისი გაგრძელებაც და ვისი სამართალმემკვიდრეებიც არიან, 14 წლიდან იყო ასაკი, როდესაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგებოდა. 14 წლამდე დაწია მიშამ ეს. გუშინ ვუსმენდი, 19 წლის გოგონა დაიჭირესო. 19 წლის გოგონა თუ დაარღვევს კანონს, როგორ არ უნდა დაიჭირო? იგივე მარიამ ლაშხთან დაკავშირებით.
ბულინგი ბავშვის თანდასწრებით ძალიან მწარედ მახსოვს. მე პირადად მაქვს გამოცდილი ეს. ბულინგი კი არა, სწორედ სააკაშვილის სპეცრაზმელების შემოვარდნა დილის 5 საათზე, როდესაც ყველას ეძინა და როდესაც ავტომატი იყო მოშვერილი ჩემსა და ჩემი 11 წლის ბავშვის მიმართ. ეს არის საშინელება. რატომ, იცით? ეს არასდროს გადის, ეს ადამიანს არასდროს ავიწყდება. ეს ისეთი ტრავმაა, სამწუხაროდ ყოველთვის თან დაგყვება. კი შეიძლება. იმუშაო ამაზე, მაგრამ მაინც მთელი ცხოვრება დაგყვება. ეს ადამიანები სპეციალურად აკეთებენ, რომ ბავშვები ტრავმირებულები იყვნენ, დედა და მამა გავიდეს პოლიტიკად.
ეს სპეციალურად კეთდება. ეს არის ომი წესების გარეშე და წესების გარეშე რატომ, იცით? მათ ჩანერგილი აქვთ, რომ ყველაფერზე უნდა წავიდნენ, ყველაფერი უნდა იკადრონ, ოღონდ ადამიანები გამოიყვანონ მწყობრიდან, ოღონდ ადამიანები გვერდზე [პოლიტიკიდან] გაიყვანონ თუნდაც ამით“, – აღნიშნა მაია ნიკოლეიშვილმა.