საქართველოს ნაკრებთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, ბულგარეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ილიან ილიევმა და მცველმა ანტონ ნედიალკოვმა ისაუბრეს.
ილიევი: „ესპანეთთან მძიმე თამაში გვქონდა. ახალი ტრავმები არ არის, კაპიტანი დესპოტოვი კი არც ხვალ იქნება. მარცხი ყოველთვის რთულია, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ გუნდთან იქნება ის. თამაში საქართველოს ნაკრებმაც დათმო, ასე რომ, დაძაბული შეხვედრა გველოდება.
ყველა თამაში მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ მატჩის შემდეგ 4 შეხვედრა კიდევ გვექნება. არ მსურს, ჩემი გუნდი დამატებითი წნეხის ქვეშ იყოს, გამარჯვება კი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ჯგუფის ფავორიტი ესპანეთის ნაკრებია.
სულისკვეთებითა და შრომით შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა. დაველოდებით დღევანდელ ვარჯიშს და შემადგენლობაზე გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ.
წილისყრის შემდეგ ვთქვი, რომ საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი გუნდია. თურქეთთან ბევრი საგოლე შანსი გქონდათ და ჩვენ რთული მატჩი გვექნება. სანიოლის სათადარიგოთა სკამზე არყოფნა ფეხბურთელებზე არ იმოქმედებს, მათ ისედაც კარგად იციან, მწვრთნელი მათგან რას ითხოვს. დაველოდოთ, როგორ მდგომარეობაში იქნებიან ფეხბურთელები და სასტარტო შემადგებლობას შემდეგ დავასახელებ”.
ნედიალკოვი: “ესპანეთის ნაკრებთან თამაში დიდი მოტივაცია იყო და მათთან მარცხი დამთრგუნველი არაა, თუნდაც საკმაოდ დიდი ანგარიშით. ჩვენ სამომავლო მიმართულებას სწორედ ძლიერი ნაკრებებთან დაპირისპირება განსაზღვრავს. ჩემი მოლოდინი იყო, რომ თურქები ქართველებს დაამარცხებდნენ, მაგრამ ვნახეთ, რა ძლიერი გუნდი გყავთ. ხვალ წნეხის ქვეშ ვიქნებით, რადგან ერთი ქულა მაინცაა საჭირო, ბრძოლა რომ გავაგრძელოთ”.
