ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა სახლში ბულგარეთი 3:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე მეტოქე გუნდის მწვრთნელმა ილიან ილიევმა ისაუბრა:
„სტარტი უკეთესი გვქონდა, ვიდრე შემდეგ ვითამაშეთ. საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან წააგო და ვიცოდით, უფრო მოინდომებდნენ. შეიძლება ითქვას, მეტოქეს 2 გოლი ვაჩუქეთ. საქართველოს სახით საქმე ძალიან ძლიერ გუნდთან გვაქვს. არიან ფეხბურთელები, რომელთაც არ შეუძლიათ, ძალები სწრაფად აღიდგინონ და შეცვლები ამიტომ იყო.
კვარაცხელია ფანტასტიკური მოთამაშეა, დღესაც დიდებული იყო. ბულგარეთში გვყავდა ამ დონის ფეხბურთელები, სამწუხაროდ, ახლა არ არიან და იმედია, მომავალში გამოჩნდებიან.
საკვალიფიკაციო ეტაპზე არიან გუნდები, რომლებიც უკეთ იწყებენ. გვესმის, ჯგუფში უფრო კვალიფიციური მეტოქეები გვყავს, ვსწავლობთ. კონკრეტული ეპიზოდები ბევრს წყვეტს. დღეს საგოლე ეპიზოდი გვქონდა, მაგრამ თქვენმა მეკარემ ბურთი მოიგერია, შემდეგ კი აქეთ გავუშვით”.
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?