ბულგარეთში საქართველოს გავლით 436 კგ ჰეროინი შეიტანეს – მედია

შავი ზღვის პორტ ბურგასში, ბულგარეთის ხელისუფლებამ დაახლოებით 436 კილოგრამი ჰეროინი ამოიღო. ნარკოტიკი ბულგარეთში საქართველოს გავლით აღმოჩნდა. ამის შესახებ განცხადება ორშაბათს, 12 აგვისტოს, ბულგარეთში საოლქო პროკურატურამ გაავრცელა.
ჰეროინი 434 სხვადასხვა შეფუთვაში ინახებოდა, რომელიც ოფიციალურად დეკლარირებული ტვირთის შიგნით იყო დამალული. ტვირთი ტრაილერით გადაჰქონდათ. ნარკოტიკული საშუალების ჯამური ღირებულება 35 მილიონი ევროა.
„მას შემდეგ, რაც სტატისტიკური ჩანაწერების წარმოება დაიწყო, ეს არის ბურგასის ტერიტორიაზე ამოღებული ნარკოტიკების ყველაზე დიდი რაოდენობა“, – განაცხადა საოლქო პროკურორმა გეორგი ჩინევმა.
ტრაილერი ივლისის ბოლოს სახმელეთო მარშრუტით დან საქართველოში, ს პორტში ჩავიდა, საიდანაც ბურგასში გადავიდა.
ბულგარეთიდან მას მარშრუტი საბერძნეთისკენ უნდა გაეგრძელებინა.
ნარკოტიკების საწინააღმდეგო განყოფილების უფროსმა ივან სოკოლოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დამალული ჰეროინი რენტგენის შემოწმების შედეგად აღმოაჩინეს.
”ჯერჯერობით, არავინ დაუკავებიათ და არც ამ ტრანსსასაზღვრო დანაშაულში მონაწილე პირები აღმოუჩენიათ,” – თქვა ჩინევმა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომ მათ საბაჟო შემოწმებისას კონტროლის ყველა საჭირო პროცედურა ჩაატარეს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის ბულგარეთის შესაბამის სამსახურებთან დამატებითი დეტალების დაზუსტების მიზნით კომუნიკაცია აქვთ.
“მიმდინარე წლის ივლისში, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდის“ გავლით, საქართველოს საზღვარი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან გადმოკვეთა სატვირთო ავტომობილმა ყაზახეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული მისაბმელით, რომელიც ახორციელებდა კომერციული ტვირთის გადაზიდვას ყირგიზეთიდან საბერძნეთის დანიშნულებით. აღნიშნულმა სატვირთო სატრანსპორტო საშუალებამ საქართველოს ტერიტორია დატოვა ს.გ.პ ბათუმის პორტიდან. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან გადაზიდვისას გამოყენებულ იქნა ტრანზიტული გადაზიდვების მიმართ გამოსაყენებელი საბაჟო კონტროლის ყველა საჭირო პროცედურა. ბულგარეთის ქალაქ ბურგასში სატვირთო ავტომობილის მისაბმელში განთავსებულ მეტალის დანადგარებში, აღმოჩენილ იქნა დაახლოებით 436 კგ ჰეროინი, რომლის ამოღებაც შესაძლებელი გახდა სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით, მეტალის დანადგარის კონსტრუქციის გაჭრის შედეგად. ამ დროისთვის, უწყება იმყოფება კომუნიკაციაში ბულგარეთის შესაბამის სამსახურებთან დამატებითი დეტალების დაზუსტების მიზნით”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”