ბულგარეთში რაპირით მოფარიკავე ლაზარე ჩიტაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ინფორმაციით, ბულგარეთში, ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის U14 ციკლის შეჯიბრებაზე, რაპირით მოფარიკავე ლაზარე ჩიტაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ლაზარე ჩიტაძე, გივი ყურაშვილი, ალექსანდრე აფციაური ჯგუფში მოგებების შემდეგ, T32-ში შევიდნენ.
ამ ეტაპზე ლაზარე ჩიტაძემ და გივი ყურაშვილმა ბრძოლები მოიგეს და T16-ში გადაინაცვლეს, ლაზარე ჩიტაძემ 15/12 გამარჯვების შემდეგ მეოთხედფინალში გადაინაცვლა, სადაც მეტოქე 15/13 დაამარცხა და ნახევარფინალში შევიდა, თუმცა ბრძოლა 15/13 დათმო, გივი ყურაშვილმა მეოთხედფინალში შესასვლელი ბრძოლა 15/11 დათმო.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში