ბულგარეთში ვალუტის ცვლილებამ ბულგარეთის მოსახლეობის აზრი ორად გაყო

1 იანვარს ბულგარეთი ოფიციალურად გადავიდა ერთიან ევროპულ ვალუტაზე და 21-ე ქვეყანა გახდა, რომელმაც ევრო შემოიღო. თუმცა, ვალუტის ცვლილებამ ბულგარეთის მოსახლეობის აზრი ორად გაყო.
სოფიის მცხოვრებმა ბანკომატებიდან ახალთახალი ბანკნოტები მიიღეს – ევრომ ლევი ჩაანაცვლა. ეს უკანასკნელი ბულგარულთა საფულეებში 1881 წლიდან ინახებოდა. 2026 წლიდან მას ევროკავშირის ერთიანი ვალუტა ცვლის. თუმცა, ეს ყველას არ უხარია. „მრავალი წლის განმავლობაში ლევი გვქონდა. ევრო მხოლოდ სხვა ქვეყნებში საყიდლებისთვის არ გვჭირდება, რადგან დღეს გადახდა თითქმის მთლიანად ბარათით ხდება“, – ამბობს ერთ-ერთი ბულგარელი.
ერთიან ვალუტას თავისი მხარდამჭერებიც ჰყავს. ოთხშაბათს საღამოს, ახალი წლის დადგომამდე, ისინი ბულგარეთის ცენტრალურ ბანკთან ევროს შემოსვლის აღსანიშნავად შეიკრიბნენ. „ეს ევროპული ინტეგრაციის ბოლო ეტაპია. ამიტომ მივესალმებით მთავრობისა და მთლიანად ერის ერთიანობას, რომელიც ამ ამბიციური მიზნის მიღწევას ემსახურება“, – განაცხადა ბულგარეთის კიდევ ერთმა მოქალაქემ. ევროპულ მონეტარულ სისტემაში გაწევრიანებამ, შესაძლოა, ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყნის მიმართ ინვესტორებისა და ბაზრების ნდობის აღდგენას შეუწყოს ხელი.
წყარო: 1 არხი