ბულგარეთში ევროს მოწინააღმდეგე დემონსტრანტებმა ევროკავშირის შენობაზე მიიტანეს იერიში

ბულგარეთის პრორუსული ორიენტაციის პარტიის, “ვაზრაჟდენიეს” (“აღორძინება”) მომხრეებს 22 თებერვალს შეტაკება ჰქონდათ პოლიციასთან, მათ ცეცხლი წაუკიდეს ევროპული კომისიის შენობას სოფიაში.
ინციდენტი მოხდა დემონსტრაციისას, რომლითაც აპროტესტებდნენ ბულგარეთში 2026 წელს ევროს შემოღებას. დემონსტრანტები შენობას ესროდნენ წითელ საღებავს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, კვერცხებს.
საააგენტო “ფრანს პრესის” (AFP) ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, რომ დემონსტრანტები შეეცადნენ შენობაში შეჭრას და რომ მოლოტოვის კოქტეილმა ხანმოკლე დროით ცეცხლი გამოიწვია კართან. შენობის პირველ სართულზე დაიმსხვრა ფანჯრები.
თავდასხმა დაგმეს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა და ბულგარეთის მთავრობამ.
ფრანს პრესის ცნობით, “ვაზრაჟდენიეს” მიერ ორგანიზებულ აქციას შეუერთდა 2000-დან 2000-მდე მოქალაქე. დააკავეს ექვსი პირი, დემონსტრანტების ცრემლმდენი გაზით დაშლისას მსუბუქი დაზიანებები მიიღო 10-მა პოლიციელმა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე