ბულგარეთმა, სერგეი ლავროვს, მაკედონიაში გასამგზავრებლად, საკუთარი საჰაერო სივრცით სარგებლობის ნებართვა მისცა

ბულგარეთმა დაადასტურა, რომ სერგეი ლავროვს ჩრდილოეთ მაკედონიაში დაგეგმილ ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად, საკუთარი საჰაერო სივრცის გავლის ნებართვა მისცა.
“ეს ნებართვა არ ვრცელდება მისი დელეგაციის წევრებზე, რომლებიც ასევე ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფი პირები არიან,” – ნათქვამია ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ ეუთოს შეხვედრას დაესწრებოდა, თუ ბულგარეთი მას საჰაერო სივრცეს გაუხსნიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

რატომაც არიან ევროპელი ბიუროკრატები გაბრაზებულები ქართველ ხალხზე არის ის, რომ 3.7 მილიონი მოსახლეობის მქონე ქვეყანამ როგორ გავბედეთ და ამხელა ევროკავშირს მოვთხოვეთ, მოდი გაასაჯაროვე ჩვენს ქვეყანაში რა ფულს ხარჯავო

ლონდონში მიმდინარე დავის გარშემო რაც ხდება, ეს არ არის უბრალოდ ფინანსური პროცედურა ან ბანკის გადაწყვეტილება. ეს არის პროცესების რგოლი, რაც გარკვეულ ძალებს სურთ გამოიყენონ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი „დასაჯონ“, რადგან საქართველოს ინტერესები უცხოელი მოთამაშეების ახირებებზე წინ დააყენა

ვერავითარი ფინასური თუ პოლიტიკური სანქცია ბიძინა ივანიშვილს ვერ შეაჩერებს საქველმოქმედო საქმიანობისაგან და მამაულიშვილური პროექტების განხორციელბისგან, ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობის რამეში გაცვლა ხომ საერთოდ წარმოუდგენელია