ბულგარეთმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი სრულად გაწყვიტა

1-ელ მარტს ბულგარეთმა დან ნავთობის იმპორტი შეწყვიტა. ამის შესახებ რუსული მედია ბულგარულ ონლაინ საინფორმაციო გამოცემა Novinite-ზე დაყრდნობით წერს.
2022 წლის ბოლოს ევროკავშირმა ბულგარეთი, რომელიც ბლოკის წევრი სახელმწიფოა, 2 წლით გაათავისუფლა რუსული ნედლი ნავთობის ემბარგოსგან.
თუმცა, ბულგარეთის პარლამენტმა დეკემბერში მხარი დაუჭირა რუსული ნედლი ნავთობის ყველანაირი იმპორტის შეჩერებას. ქვეყნის გეგმა რუსეთის მიერ მიწოდებული ნავთობის შეწყვეტის შესახებ ითვალისწინებდა იმპორტის 50%-ით შემცირებას იანვრიდან და დამატებით 25%-ით შემცირებას თებერვლიდან.
Reuters-ი წერს, რომ ბულგარეთი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს ყაზახეთის, ერაყის და ტუნისის ნედლი ნავთობით ჩაანაცვლებს.
ში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ბულგარეთმა დააჩქარა ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციის გზების მოძიება, რათა შეეჩერებინა რუსეთზე მისი თითქმის სრული დამოკიდებულება.