ბულგარეთმა გაზპრომის წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა დაიწყო

ბულგარეთის სახელმწიფო გაზის კომპანიამ „ბულგარგაზ“ რუსული „გაზპრომის“ წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა დაიწყო. საქმე ეხება 2022 წელს ხელშეკრულების პირობების დარღვევას, რის გამოც ბულგარეთი რუსული კომპანიისგან 400 მილიონ ევროს კომპენსაციის სახით ითხოვს.
სარჩელი უკვე შევიდა პარიზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში, რადგან რუსეთმა ბულგარეთთან მოლაპარაკებაზე და მორიგებაზე უარი თქვა.
„მას შემდეგ, რაც რუსულმა მხარემ არ მიიღო ზომები ამ საკითხის სასამართლო გადაწყვეტის მიზნით, „ბულგარგაზმა“ გადადგა საჭირო ნაბიჯები კომპანიის ინტერესების დასაცავად“,- წერია ბულგარეთის სახელმწიფო გაზის კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„გაზპრომმა“, „ ბულგარგაზისთვის“ გრძელვადიანი კონტრაქტი შეაჩერა, რომელიც “ბულგარგაზის” მიერ აბონენტებისთვის მიწოდებული ბუნებრივი აირის 90%-ს შეადგენდა. გაზპრომმა “ბულგარგაზისთვის” ბუნებრივი აირის მიწოდება 2022 წლის აპრილის ბოლოს შეწყვიტა. გაზპრომს ამ დრომდე საარბიტრაჟო დავის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
ბულგარეთი, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანაა, ს მიმართ დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს არის შეერთებული, რომელიც მას შემდეგ დაწესდა, რაც რუსეთმა ში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის – არავის ეშინია მათი

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის