ბულგარეთი სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტს ზღუდავს

ბულგარეთი სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტს ზღუდავს. გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ მიიღო. როგორც ბულგარეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა კირილ ვატევმა განაცხადა, ხილისა და ბოსტნეულის იმპორტის შეზღუდვის მიზანი, ადგილობრივი წარმოების სტიმულირებაა.
მისივე თქმით, მთავრობა ვაჭრობის რეგულირებისთვის კანონპროექტს ამზადებს.
ბულგარეთში მოხმარებული ხილისა და ბოსტნეულის 80% იმპორტირებულია, ასევე ხორცის 50%, რაც ადგილობრივი მწარმოებლების უკმაყოფილებას იწვევს.
„აბსურდულია ამდენი ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი. აგრარული და სასურსათო პროდუქტებით ვაჭრობის წესები არ არსებობს. ჩვენ ვამზადებთ ასეთ კანონპროექტს“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
ბულგარეთში ხილისა და ბოსტნეულის იმპორტირება უმეტესად თურქეთიდან და საბერძნეთიდან ხდება. საქართველოდან ხილისა და ბოსტნეული ბულგარეთში არ შედის.