ბულგარეთი ევროკავშირს უკრაინული თაფლის იმპორტის შეზღუდვას სთხოვს
ბულგარეთის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრმა გეორგი ტახოვმა ევროკომისიას სთხოვა „დამცავი ზომების მიღება“ უკრაინიდან ქვეყანაში თაფლის იმპორტის წინააღმდეგ. ამის შესახებ უწყების ვებგვერდი იტყობინება – წერს „ევროპეისკაია პრავდა“. როგორც აღინიშნა, ეს მოხდა ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის საბჭოს სხდომაზე, რომელიც ბრიუსელში გაიმართა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ტახოვმა თქვა, რომ უკრაინული თაფლის იმპორტი ადგილობრივი წარმოების პროდუქციის რეალიზაციას აფერხებს.