ბულგარეთი ევროზე სრულად გადავიდა

ბულგარეთი პირველი თებერვლიდან ევროზე სრულად გადავიდა. დღეიდან ბულგარეთში ყველა ოპერაცია მხოლოდ ევროში განხორციელდება.
ბულგარეთი ევროზონაში 2026 წლის პირველი იანვრიდან შევიდა – ევროკავშირში გაწევრიანებიდან 18 წლის შემდეგ.
იანვრის პერიოდში ბულგარეთში ეროვნულ ვალუტა ლევს და ევროს პარალელურად იყენებდნენ. როგორც მედია წერს, სავაჭრო ქსელები კიდევ ექვსი თვის განმავლობაში ვალდებული არიან, საქონელს ფასი ერთდროულად ევროსა და ლევში დააწერონ „გამჭვირვალობისა და სპეკულაციური პრაქტიკის თავიდან ასაცილებლად“.
ცნობისთვის, ბულგარეთში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მერვე საპარლამენტო ტარდება. ქვეყნის პრეზიდენტი რუმენრადევი ცოტა ხნის წინ გადადგა, რის შემდეგაც თანამდებობა ვიცე-პრეზიდენტმა, ილიანაიოტოვამ დაიკავა.

1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)