ბულგარეთი და რუმინეთი 2025 წლიდან შენგენის ზონას სრულად შეუერთდებიან

ბულგარეთი და რუმინეთი 2025 წლიდან შენგენის ზონას სრულად შეუერთდებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობა ავრცელებს.
„დიდი გამარჯვება ბულგარეთის, რუმინეთისა და მთელი ევროპისთვის!“ – წერს ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობა სოციალურ ქსელში.
ბულგარეთთან და რუმინეთთან 2025 წლის 1-ელი იანვრიდან სახმელეთო სასაზღვრო კონტროლის გაუქმებას ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრებმა მხარი დღეს დაუჭირეს.
ცნობისთვის, შენგენის ზონა 29 სახელმწიფოს აერთიანებს. ბულგარეთი და რუმინეთი, რომლებიც ევროკავშირის წევრები 2007 წლიდან არიან, შენგენის ზონას ნაწილობრივ 2024 წლის მარტში შეუერთდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?