ბულგარეთის პრეზიდენტმა უკრაინაში ჯავშანტექნიკის გაგზავნას ვეტო დაადო

ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ვეტო დაადო ში 100 ჯავშანტრანსპორტიორის გაგზავნის გეგმას და შეთავაზება პარლამენტს ხელახლა განსახილველად გადაუგზავნა.
პარლამენტმა უკრაინისთვის ამ სამხედრო ტექნიკის გადაცემის ინიციატივას მხარი გასულ თვეს დაუჭირა. ვეტოს დადების მიზეზის ახსნისას, პრეზიდენტის ოფისში განმარტეს, რომ კანონმდებლებმა უნდა შეაფასონ, დაჭირდება თუ არა საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ბულგარეთს სწორედ ამ ჯავშანტექნიკის გამოყენება.
ბოლოს ეს ჯავშანტრანსპორტიორები ბულგარეთმა 1980-იან წლებში გამოიყენა და მას შემდეგ ისინი აქტიურ საბრძოლო მოქმედებაში არ ყოფილან ჩართული.
შეთანხმების მიხედვით, რომელიც ქვეყანამ კიევთან 2023 წლის აგვისტოში გააფორმა, სამხედრო დახმარება უკრაინას უსასყიდლოდ უნდა მიეღო. თუმცა, პრეზიდენტის ვეტოს გამო, შეთანხმება ყოვნდება და ის ხელახლა უნდა განიხილოს პარლამენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – თავზე დამჭირდა 3 ნაკერის დადება, ქვედა ყბაზე მომტყდა კბილი, აღმენიშნებოდა სისხლნაჟღენთები ყელის, კუდუსუნის და ზურგის მიდამოებში, მქონდა თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ყურებში შუილი – სტაციონარში დარჩენაზე უარი მითხრეს

ურსულა ფონ დერ ლაიენი ნიკოლ ფაშინიანს – სომხეთ-ევროპის ურთიერთობები ასეთი მჭიდრო არასდროს ყოფილა – თქვენს მშვენიერ ქვეყანას შეუძლია და შეასრულებს კიდეც მნიშვნელოვან როლს ევროპის მომავალში