ბულგარეთის პრეზიდენტმა არ დაამტკიცა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე პროუკრაინული პოზიციით ცნობილი დიპლომატი

ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა, რომელსაც ოპოზიცია პრორუსული პოზიციის გამო აკრიტიკებს, უარი თქვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მოქმედი მინისტრის შემცვლელად წამოყენებული კანდიდატის დამტკიცებაზე.

რადიო თავისუფლების ბულგარეთის სამსახურის ცნობით, ქვეყნის დროებითი პრემიერ-მინისტრი დიმიტარ გლავჩევი ითხოვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, სტეფან დიმიტროვის შეცვლას დანიელ მიტოვით. მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „გერბის“ წარმომადგენელი დანიელ მიტოვი ცნობილია თავისი თანმიმდევრული პროდასავლური და პროუკრაინული პოზიციით.

პრეზიდენტი რუმენ რადევი, რომელზეც კონსტიტუციის თანახმად, დამოკიდებულია დროებითი მთავრობის საკადრო შემადგენლობის საბოლოო დამტკიცება, ეწინააღმდეგება უკრაინისთვის დახმარების გაწევას.

დროებითი მთავრობის დაკომპლექტების საკითხი ბულგარეთში დღის წესრიგში დადგა მას შემდეგ, რაც 9 აპრილს მმართველი კოალიციის შიგნით მომხდარი უთანხოების შემდეგ თანამდებობა დატოვა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი დენკოვმა.
ქვეყნის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, დიმიტარ გლავჩევს მიანიჭა ტექნიკური მთავრობის ფორმირების მანდატი, ხოლო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 9 ივნისს დანიშნა.
ბულგარეთისთვის ეს იქნება სამ წელიწადში ჩატარებული უკვე მეექვსე ვადამდელი არჩევნები.
მაგრამ ექსპერტები შიშობენ, რომ არსებულ პოლიტიკურ ძალთა ბალანსისა და მკვეთრი დაპირისპირების პირობებში, რაც ტექნიკური მთავრობის მინისტრთა ზოგიერთი კანდიდატურის დასახელებამ გამოიწვია, ბულგარეთში პოლიტიკური არასტაბილურობა ვადამდელი არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება.
ქვეყნის შიგნით საპრეზიდენტო და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის დაპირისპირების საგნად რჩება უკრაინისათვის სამხედრო-ტექნიკური დახმარების საკითხი.
ბულგარეთში საპარლამენტო პოლიტიკური ძალების უმრავლესობა უჭერს მხარს უკრაინისათვის იარაღის მიწოდებას.

მაგრამ არა ქვეყნის პრეზიდენტი რუმენ რადევი, რომელმაც შარშან დეკემბერში, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შესუსტების შიშით, დაბლოკა უკრაინისათვის ჯავშანტექნიკის გადაცემა.
მაგრამ მიმდინარე წლის მარტში ბულგარეთის პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტ რუმენ რადევის ვეტო, რამაც შესაძლებლობა მისცა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს, რომ გაეგზავნა დაპირებული ჯავშანტექნიკა უკრაინისთვის.
· 2023 წლის ივლისში, სოფიაში სთან შეხვედრაზე რუმენ რადევმა უკრაინის წინააღმდეგ ს ომს რამდენჯერმე უწოდა „კონფლიქტი“, რამაც ძალიან გააღიზიანა უკრაინის პრეზიდენტი.
· ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბულგარეთის პრეზიდენტს შეუსწორა, ეს არა კონფლიქტი, არამედ ომიაო. ზელენსკიმ ბულგარელ კოლეგას ურჩია, რომ იარაღი მიაწოდოს ს, რომელიც ამ იარაღით ევროპას იცავს. „ის, რაც თქვენ დაგრჩათ, არასაკმარისი იქნება თქვენი არმიისთვის რუსეთთან საომრად, თუ ის აქ მოვა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ბულგარელ კოლეგასთან შეხვედრის დროს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”