ბულგარეთის პრეზიდენტი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით უთანხმოების გამო ნატოს სამიტს არ დაესწრება

ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი არ უხელმძღვანელებს ქვეყნის დელეგაციას და არ მიიღებს მონაწილეობას ნატოს სამიტზე ივლისში, განაცხადა მისმა პრესსამსახურმა 27 ივნისს. პრესსამსახურის თანახმად, რადევის უარის მიზეზი უკრაინის ომთან დაკავშირებით ბულგარეთის პოზიციის გარშემო უთანხმოებაა.
რადევი “არ იღებს მინისტრთა საბჭოს მიერ მიღებული ჩარჩო პოზიციების ზოგიერთ დებულებას, რომელიც ეხება უკრაინის ომთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა კისრულობს“ – თქვა რადევის პრესსამსახურმა.
განცხადება მალევე გავრცელდა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დიმიტრ გლავჩოვმა განაცხადა, რომ რადევმა უნდა უხელმძღვანელოს ბულგარეთის დელეგაციას.
ბულგარეთის კონსტიტუციით, საერთაშორისო არენაზე ქვეყანას წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლება, ანუ პრემიერი.
ნატოს სამიტი 9-11 ივლისს იმართება ვაშინგტონში.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და ეკა გიგაურის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება გააუქმა