ბულგარეთის პრეზიდენტი, რუმენ რადევი, თანამდებობიდან გადადგა

ბულგარეთის პრეზიდენტი, რუმენ რადევი, თანამდებობიდან გადადგა – ამის შესახებ მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და განმარტა, რომ გადადგომის შესახებ განცხადებას 20 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს – Reuters-ის ინფორმაციით, არსებობს ვარაუდი, რომ ის საკუთარი პარტიის შექმნასა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ცნობილია, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მას ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი, ილიანა იოტოვა, შეცვლის
მანამდე, 2025 წლის 11 დეკემბერს, გადადგომის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა განაცხადა. ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც ბულგარეთში, რამდენიმე კვირის განმავლობაში, მოქალაქეები მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკასა და “კორუფციასთან წარუმატებელ ბრძოლას” აპროტესტებდნენ.