,,ბულგარეთის ევროზე გადასვლამ შესაძლოა მოკლევადიან პერიოდში გაზრდილი ინფლაცია გამოიწვიოს, თუმცა ქვეყნისთვის სარგებელი გაცილებით მეტი იქნება”- კრისტინ ლაგარდი
ბულგარეთში ევროზე გადასვლამ შესაძლოა მოკლევადიან პერიოდში გაზრდილი ინფლაცია გამოიწვიოს 2026 წლის დასაწყისში, თუმცა სარგებელი გაცილებით მეტი იქნება,- ამის შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა.
ბულგარეთის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ევროს შემოღებას კვლლავ ეწინაამდეგება, ხალხი ფიქრობს, რომ ევროზე გადასვლა ქვეყნის ფინანსური სუვერენიტეტის დაკარგვისას გამოიწვევს.
სექტემბერში ბულგარეთში ინფლაცია შეადგინა 4,1%, რაც ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებლად ითვლება.




