ბუთქემფი ჟურნალისტებისთვის – ,,ციფრულ სივრცეში გენდერის ნიშნით ძალადობის გაშუქება”

DataFest Tbilisi და ევროპის საბჭო იწვევენ ჟურნალისტებს, ბუთქემფში „ციფრულ სივრცეში გენდერის ნიშნით ძალადობის გაშუქება“ მონაწილეობის მისაღებად.
ჟურნალისტების როლი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და პრობლემის სწორი აღქმის ფორმირებაში გადამწყვეტია. ბუთქემფი მონაწილეებს დაეხმარება გამოიკვლიონ:
· რა არის ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი გენდერული ძალადობა ქალებისა და გოგოების მიმართ და როგორ ვლინდება ის;
· როგორ არის შესაძლებელი ციფრული ძალადობის იდენტიფიცირება და მონიტორინგი;
· როგორ უნდა გავაშუქოთ ამბები ეთიკურად – ისე, რომ დავიცვათ დაზარალებულთა ღირსება და შევეწინააღმდეგოთ საზიანო ნორმებს;
· როგორ მუშაობს პრევენციისა და დაცვის მექანიზმები და პასუხისმგებლობის ინსტრუმენტები;
· როგორ შეიძლება მონაცემების, ნარატივებისა და ციფრული გამოძიების გამოყენება ამ თემაზე ცნობიერების ასამაღლებლად.
ბუთქემფი მოიცავს მენტორობას, ვორკშოპებსა და პრაქტიკულ მუშაობას, რომლის შედეგადაც მონაწილეები შექმნიან მასალებს, რომლებიც ხელს შეუწყობს დისკუსიას ციფრულ სამყაროში არსებული ძალადობის შესახებ და ისაუბრებს პრობლემის გადაჭრის გზებზე.
შერჩეული 10 მონაწილე ბუთქემფის მეორე ეტაპზე შეუერთდება DataFest Tbilisi 2025-ს. მათ შესაძლებლობა ექნებათ:
· იმუშაონ ინდივიდუალურ მენტორთან
· წარადგინონ თავიანთი იდეები
· სრულყონ თავიანთი ნამუშევრები
28 ნოემბერს მონაწილეები წარადგენენ თავიანთ საბოლოო ნამუშევრებს, ხოლო 29 ნოემბერს ჟიური გამოავლენს ორ გამარჯვებულს.
გარდა ამისა, შერჩეული ჟურნალისტები სრულად დაესწრებიან სამდღიან ფესტივალს და ექნებათ შესაძლებლობა, მოუსმინონ წამყვან მედიაპროფესიონალებსა და ციფრული უფლებების ექსპერტებს.
ბუთქემფის დასრულების შემდეგ, საბოლოო ნამუშევრები გამოქვეყნდება შერჩეულ მედიაპლატფორმებზე, ხოლო თითოეული გამარჯვებული მიიღებს სიმბოლურ პრიზს – 500 ლარის ოდენობით.
ვინ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა
ბუთქემფი განკუთვნილია ჟურნალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ ან დაინტერესებულნი არიან გენდერული თანასწორობის, ადამიანის უფლებებისა და ძალადობის საკითხებით. ჟურნალისტები შეიძლება წარმოადგენდნენ მედიასაშუალებას ან განაცხადი გამოაგზავნონ, როგორც დამოუკიდებელმა პირმა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი, 2025, 23:59 დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.
ინფორმაცია ფესტივალის შესახებ
DataFest Tbilisi, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ყველაზე დიდი მონაცემთა ფესტივალი, წელს უკვე მეცხრედ ტარდება. სამდღიანი ფესტივალი 27-29 ნოემბერს გაიმართება. წლევანდელი DataFest Tbilisi-ის ფოკუსია – როგორ გამოიყენება იგი სხვადასხვა სფეროში (ბიზნესი, კომუნიკაციები, , მმართველობა) და რა გამოწვევებს უკავშირდება მისი რეგულირებისა და ეთიკური საკითხები.
გასული წლების მსგავსად, წელსაც DataFest Tbilisi-ის სცენა მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება გლობალურ და ლოკალურ პრობლემებზე სასაუბროდ.
DataFest Tbilisi 2025-ის ორგანიზატორია ForSet.
ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), და ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში
ხოლო პარტნიორია: გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), Epam, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში, IBCCS TAX საქართველო, Autodraft, Alliance of Democracies, Social Lab
მხარდამჭერები: The Image, გრანთ თორნთონ საქართველო
ქომუნითი პარტნიორები: საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), ProductTank Tbilisi, EBA – ევროპის ბიზნეს ასოციაცია, დიზაინის ინსტიტუტი, DevTherapy, Axel
ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ ბმულზე: https://www.datafest.ge/
(R)