ბუენოს-აირესში საბიუჯეტო რეფორმის საწინააღმდეგო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა

არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში სენატში ბიუჯეტის შემცირების რეფორმების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის დასაშლელად სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
BBC-ის ინფორმაციით, საპროტესტო აქცია დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ ზომები მილიონობით არგენტინელს დააზარალებს, ე.წ. ბენზინის ბომბები და ქვები ისროლა, რის შედეგადაც ერთი ავტომობილი დაწვა.
დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
პრეზიდენტ ხავიერ მილეის მიერ შეთავაზებული რეფორმის პაკეტი ქვეყნის ეკონომიკის აღორძინების მიზნით საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობის გამოცხადებას, პენსიების შემცირებას და შრომის უფლებების შემცირებას გულისხმობს.
ზომებს ეწინააღმდეგებიან მემარცხენე პოლიტიკური პარტიები, პროფკავშირები და სოციალური ორგანიზაციები.
კანონპროექტი გუშინ პირველი მოსმენით მიიღეს და მისი განხილვა დღეს გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – “ქართულმა ოცნებამ“ დაბნეულობის ფონზე თან ხმა მისცა რეზოლუციას, თან ვერ მისცა – მივიღეთ ე.წ. ხელისუფლების პოზიცია, რომელიც სირიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას მხარს არ უჭერს

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი – სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს მოძალადე პოლიციელების მიმართ? – ბატონო მოსამართლე, ახლა რომ ვიდგე და ვიღაცამ შემაგინოს, ბოთლს ვესვრი კი არა, შეიძლება სახე ჩამოვუღო