ბუდუ, “ჩაკვე”, “ქოჩორა” – ქართველები ელიტარულ ლიგებთან ახლოს, თანაგუნდელი ზიდანი და ყველაზე მეტნი იტალიაში

კარგია, რომ ელიტარულ საფეხბურთო ლიგებში ქართველი ფეხბურთელების რაოდენობა (6) გაიზარდა. არიან ისინიც, რონლებიც ამასთან ერთ ნაბიჯში იმყოფებიან. დღეს ვისაუბროთ ჩვენებურებზე, რომლებიც ინგლისის, გერმანიის, ესპანეთისა და იტალიის რანგით მეორე დივიზიონებში ასპარეზობენ. გასულ წელს წარმომადგენელი საფრანგეთის ლიგა 2-შიც გვყავდა, თუმცა ზურიკო დავითაშვილი წელს ახლადაღზევებულ “სენტ ეტიენში” ითამაშებს.
გაგვიჭირდება თქმა, “უოტფორდი” რამდენად ამბიციურ მიზნებს დაისახავს და პრემიერლიგაში გადასასვკელად იბრძოლებს, მაგრამ პირველი ტური ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგი იყო. გიორგი ჩაკვეტაძეს ბოლო დროს ბევრი არ გააქვს და ახლა შორეული, ულამაზესი საჯარიმო დარტყმა შეასრულა.
“ჩაკვე” განსხვავებულ უნარებს გვთავაზობს, ევროპის ჩემპიონატზე ის ართმევებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რასაც ცოტა ხნის წინ, ალბათ, ვერ წარმოვიდგენდით. გიორგის დახვეწილი პასების გვეიმედება და გასული სეზონის მიღწევა (3 შედეგიანი პასი) უნდა გააუმჯობესოს. “მანჩესტერ იუნაიტედის” ექსფეხბურთელმა კლევერლი 3-მცველიან ტაქტიკაში ჩაკვეტაძეს მარცხენა შემტევის პოზიციაზე იყენებს.
პირველმა ტურმა რაც გამოაჩინა, ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერი უეინ რუნის “პლიმუთი” იქნება, “შეფილდი” კი აღზევებას ეცდება; იგივე მიმართება შეგვიძლია “ლუტონსა” და “ბარნლის” შორის გავაკეთოთ; “ბლექბერნი”, “სანდერლენდი”, სადაც ჯუდ ბელინგემის 18 წლის ძმა, ჯობი თამაშობს და “ვესტ ბრომვიჩი” ამბიციურები იქნებიან; “მიდლსბროს” კიდევ ერთი “მანჩესტერელი”, მაიკლ კერიკი თავკაცობს.
უოტფორდელებს უახლოესი მატჩი “სტოკთან” საკუთარ “ვიქერიდ როუდზე” (22 200 მაყურებელი) აქვთ.
ბუდუ ზივზივაძის “კარლსრუეს” 2 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს, ქართველის ანგარიშზე კი სამი გოლია. დასაწყისი ისეთია, გუნდმა ბუნდესლიგისთვის უნდა იბრძოლოს, ბუდუმ – ბომბარდირობისთვის.
ჯერჯერობით აქ ყველაზე კარგად “პადერბორნმა” დაიწყო. მოგეხსენებათ, მეორე ბუნდესლიგაში ბევრი სახელოვანი კლუბია – “შალკე”, “ჰამბურგი”, “კაიზერი”, “ჰერტა”…
სანაკრებო პაუზამდე ზივზივაძე ჩემპიონატში მხოლოდ ორ მატჩს ჩაატარებს (“ელფსბერგი” და “ბრაუნშვაიგი”), დაბრუნების შემდეგ კი “შალკეს” ესტუმრება. ამასობაში, მათი რეალური ძალა გამოიკვეთება.
“ლა ლიგა 2”-ში ამჟამად ორი ქართველი გვყავს, თუმცა გიორგი ქოჩორაშვილს უფრო ამბიციურ კლუბებს უკავშირებენ და არავინ იცის, ის “ლევანტეში” რამდენად დარჩება.
პირველ ტურში, 18 აგვისტოს, ვალენსიელები “ხიხონს” ესტუმრებიან. რაც შეეხება ქართველების დაპირისპირებას, ის 27 ოქტომბერს უნდა შედეგეს, როცა გიორგი წიტაიშვილის “გრანადა” “ლევანტეს” უმასპინძლებს.
“გრანადა” “ვილიარეალიდან” გუნდი გამოცდილი ნახევარმცველით, მანუ ტრიგეროსით გაძლიერდა, “ეიბარიდან” მეკარე ლუკა ზიდანი (ზინედინის ვაჟი, რომელიც “რეალშიც” იყო) 500 ათას ევროდ შეიძინეს.
ქართელი ფეხბურთელების გუნდებს ამბიციების ნაკლებობა არ უნდა გააჩნდეთ…
სერია “ა”-ში მთავარი ვარსკვლავი () გვყავს, იტალიის რანგით მეორე ლიგაში (სერია “ბ”) კი შესაძლოა, სამმა ქართველმა ითამაშოს. ივა გელაშვილს “სპეციაში” ბევრი დრო არ ჰქონდა და ახალი გუნდის მოლოდინშია, ის ახლა იჯარით ს “დინამოს” ეკუთვნის.
გიორგი კვერნაძის პროგნოზი ბოლო დროს საგრძნობი გახდა. 18 აგვისტოს მისი “ფროზინონე” “სამპდორიას” მასპინძლობით იწყებს. რამდენად შეძლებენ ისინი კვლავ მაღალი მიზნები შეინარჩუნონ, ამის თქმა გაგვიჭირდება. მთავარია, კვერნაძემ მეტი ნდობა იგრძნოს.
გასულ სეზონში აღზევებამდე ცოტა დააკლდა ლუკა ლოჩოშვილის “კრემონეზეს.” ამ გუნდის განაცხადში 19 წლის ნახევარმცველი, დაჩი ლორთქიფანიძეცაა. კრემონელთა შესაძლებლობების შესახებ მალე უნდა გავიგოთ.
დაველოდოთ, სექტემბრის დადგომამდე კიდევ რა შეიცვლება!…