ბუდუ – “ნიურნბერგი” 3:2. სეზონის დაწყებაც ასეთი უნდა! [VIDEO]

მეორე ბუნდესლიგის პირველ ტურში „კარლსრუემ“ საკუთარ მოედანზე „ნიურნბერგი“ 3:2 ბუდუ ზივზივაძის ჰეთ-თრიკით დაამარცხა.
თავიდან სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ, რის შემდეგაც ზივზივაძემ სამი ერთმანეთზე უფრო ლამაზი გოლი გაიტანა და გულშემატკივრებმა მისი სახელის სკანდირება დაიწყეს. ქართველმა მეტოქე გუნდის მწვრთნელს, მიროსლავ კლოზეს დებიუტი ჩაუმწარა.
84-ე წუთზე ბუდუმ ტრავმა მიიღო, თუმცა მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარების გარეშე დატოვა, მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა არ გარისკა და შეცვალა. მის ანგარიშზე გერმანულ გუნდში 16 გოლია. ზივზივაძემ კრიერაში მეხუთე, ხოლო გერმანიაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა.