ბუდუ ზივზივაძის სატრანსფერო ღირებულება ისევ გაიზარდა

სა­ა­გენ­ტო Transfermarkt-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძის სატ­რანსფე­რო ფას­მა მის­თვის რე­კორ­დულ ნიშ­ნულს მი­აღ­წია და 1.8 მლნ ევ­რო­დან 2.5 მლნ გახ­და.
ბოლო გა­ნახ­ლე­ბას­თან (დე­კემ­ბე­რი) შე­და­რე­ბით, ღი­რე­ბუ­ლე­ბის 700 000-იანი ზრდა გა­ნა­პი­რო­ბა იმან, რომ იან­ვარ­ში ზივ­ზი­ვა­ძე მე-2 ბუნ­დეს­ლი­გის “კარლსრუ­ე­დან” გერ­მა­ნი­ის უმაღ­ლეს ლი­გა­ში გა­და­ბარ­გდა და “ჰა­ი­დე­ნ­ჰა­ი­მის” მა­ი­სუ­რი მო­ირ­გო. მას შემ­დეგ ელი­ტა­რულ დი­ვი­ზი­ონ­ში ჩა­ტა­რე­ბულ 11 მატჩში 2 გოლი და 3 სა­გო­ლე პასი მი­ით­ვა­ლა.
სა­ი­ლუსტრა­ცი­ოდ ვთქვათ, რომ 2024 წლის ივ­ნის­ში Transfermarkt-ი ქარ­თველ თავ­დამ­სხმელს 900 000 ევ­როდ აფა­სებ­და, ამ­ჟა­მად კი ეს რი­ცხვი თით­ქმის 3-ჯერ არის გაზ­რდი­ლი.
31 წლის ზივ­ზი­ვა­ძე გერ­მა­ნი­ის მთა­ვარ დი­ვი­ზი­ონ­ში სა­დე­ბი­უ­ტო სე­ზონს ატა­რებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლის შემ­დეგ ის პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლია, რო­მელ­მაც ბუნ­დეს­ლი­გა­ში გოლი გა­ი­ტა­ნა – კო­ბი­აშ­ვილ­მა ეს 2014 წლის თე­ბერ­ვალ­ში გა­ა­კე­თა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას