„ბუდუ ზივზივაძე „ჰაიდენჰაიმში“ გადასვლამდე „კარსლრუეში“ ბრწყინავდა“ – ბუნდესლიგის ოფიციალური გვერდი

„ვინ არის „ჰაიდენჰაიმის“ ქართველი თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე?“ – ამ სათაურით სტატიას ბუნდესლიგის ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.
„ბუდუ ზივზივაძე „ჰაიდენჰაიმში“ გადასვლამდე „კარსლრუეში“ ბრწყინავდა. მეორე ბუნდესლიგაში გატანილი 25 გოლი გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც „ჰაიდენჰაიმმა“ 2025 წლის იანვარში მეორე დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი დაიმატა. თუმცა, ქართველი ფეხბურთელი უკვე მრავალი წელია გოლებს იტანს.
ზივზივაძემ კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო, სადაც 41 მატჩში 28 გოლი გაიტანა. წარმატებული გამოსვლა ქუთაისის „ტორპედოშიც“ (28 მატჩი, 13 გოლი) გააგრძელა, შემდეგ კი „სამტრედიასთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიგო და 2016 წელს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. სა და უნგრეთში გატარებული პერიოდის შემდეგ, 2023 წლის იანვარში, „კარლსრუეს“ შეუერთდა.
ბუდუ 2017 წლის იანვარში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს და სადებიუტო თამაში უზბეკეთთან (2:2) ჩაატარა. ზივზივაძე 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაშიც იყო, სადაც ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მას ბოლო წლებში თავისი ქვეყნის ნაკრებში სისტემატურად იძახებენ და „ჯვაროსნების“ მაისურით 8 გოლი აქვს გატანილი.
ზივზივაძე შეგვიძლია გერმანიის ნაკრების თავდამსხმელს, ნიკლას ფულკრუგს შევადაროთ. ფიზიკური სიძლიერე და თამაშის წარმართვის უნარი ორივეს ძლიერ ფორვარდად აქცევს. ფულკრუგის მსგავსად, ზივზივაძესაც შეუძლია თანაგუნდელების აყოლიება, ის საჯარიმოში ცივსისხლიანი მეგოლეა. მათ ასევე ბრწყინვალე საგოლე ალღო და შანსების გამოყენების უნარი აქვთ.
საქართველოს ნაკრებში ზივზივაძის მწვრთნელი ვილი სანიოლია. საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა „ბაიერნში 184 მატჩი ჩაატარა. არის გერმანიის ხუთგზის ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, გერმანიის თასის (ოთხჯერ), გერმანიის ლიგის თასისა და საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი.
მუშაობდა „ბაიერნის“ სამწვრთნელო შტაბში, 2021 წელს კი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა. სამწლიანი პაუზის შემდეგ სწორედ ვილიმ დააბრუნა ზივზივაძე ეროვნულ ნაკრებში და მის ხელში ფეხბურთელმა საერთაშორისო დონეზეც გამოიჩინა თავი“, – წერს ბუნდესლიგის ოფიციალური გვერდი.