ბუდუ ზივზივაძე: “…რაც შეეხება იმას, ვრჩები თუ არა “კარლსრუეში”…

ბუდუ ზივზივაძე: “…რაც შეეხება იმას, ვრჩები თუ არა “კარლსრუეში”…
· 4
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ, რომელიც GFF Awards 2023-ის თანაწამყვანი იყო, ქართულ მედიასთან 2023 წელი შეაჯამა და უპასუხა კითხვას – რჩება თუ არა “კარლსრუეში”.
“2023 წელი მნიშვნელოვანი მომენტებით იყო დატვირთული. საქართველოში ჩატარდა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იმედი მაქვს, მომავალში მსგავს ტურნირს კიდევ ვუმასპინძლებთ, რათა ევროპის ჩემპიონატზე მომავალმა თაობებმაც ითამაშონ…
მინდა ყველა გამარჯვებულს მივულოცო, ვინც დღეს იყო ნომინირებული და გაიმარჯვა. ვუსურვებ წარმატებებს და იმას, რომ 2024 წელი მათთვის უკეთესი ყოფილიყოს, ვიდრე 2023 წელი, ამასვე ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას.

2024 წლის მარტში ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გვაქვს და მთელი საქართველოს უნდა იყოს მობილიზებული – გულშემატკივარი, მედია თუ ნაკრების ფეხბურთელები, ამ ორი შეხვედრისთვის ყველა უნდა გაერთიანდეს…
რაც შეეხება იმას, ვრჩები თუ არა “კარლსრუეში”, კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე მაკავშირებს და ამჟამად რაიმე კონკრეტული წინადადებაც არ მაქვს. ასე რომ, ჯერჯერობით, ამ გუნდის წევრი ვარ”.