“ბუდუ არის ერთ-ერთი ყველაზე მართალი, ალალი და სწორი პოზიციის სპორტსმენი, ვინც მინახავს” – ყურაშვილი

ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:
“მით უმეტეს ასეთი სტატუსი რომ გაქვს, სპორტსმენი ხარ, ამხელა შესაძლებლობა გაქვს… რაღაც გვერდში დგომა მაინც უნდა ანახო იმ ხალხს, რომელიც დაიჩაგრა” – აი ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზა ბუდუს ნათქვამში.
ესაა ყველაზე სწორი სამოქალაქო პოზიცია. არა ის, “სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთში არ ავურიოთ,” “კულტურა და პოლიტიკა ერთმანეთში არ ავურიოთ.” პირიქით რაც უფრო ცნობილი ხარ, რაც უფრო მეტი ადამიანი გისმენს, მით უფრო ხმამაღლა უნდა დააფიქსირო შენი პოზიცია. და “განცხადებები რა ჩემი საქმეა, მე ძმაო მხოლოდ ბურთის გორება მევალება” პოზას არ უნდა ამოეფარო. ბუდუ არის ერთ-ერთი ყველაზე მართალი, ალალი და სწორი პოზიციის სპორტსმენი, ვინც მინახავს.
დაჩაგრულ ადამიანს გვერდში რომ დაუდგები და უსამართლობაზე ხმამაღლა ლაპარაკობ, ნებისმიერ გოლზე და მედალზე მეტად ფასობს და ამახსოვრდება ყველას.

ასევე დაგაინტერესებთ