ბუნდესლიგის ოცდამეერთე ტურში „ჰაიდენჰაიმი“ გასვლაზე „ფრაიბურგთან“ 0:1 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა – შეფასებები: sofascore 7.1, flashscore 6.6, whoscored 6.4.
„ჰაიდენჰაიმმა“ ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა, ამ მომენტისთვის 14 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 14 თებერვალს ჩაატარებს – კონფერენს ლიგის მერვედფინალში გასასვლელი პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში გასვლაზე „კოპენჰაგენს“ დაუპირისპირდება.
ფრაიბურგი – ჰაიდენჰაიმი 1:0
გოლი: გრიფო (30)
ბუდუს არ მოუთხოვია გაყიდვა, კლუბს მიეცა ორი კაპიკის გაკეთების საშუალება და ბუდუ უარს ვერ იტყოდა… ამით კარლსრუემ დაამტკიცა, რომ უამბიციო და შესაბამისად, უპერსპექტივო გუნდია, ბუდუ კი ერთი უპერსპექტივოდან მეორე უპერსპექტივოში მოხვდა, თუმცა ამაში დამნაშავე ყველაზე ნაკლებად თავად არის, თუმცა არც იმის აღუნიშნაობა იქნება, რომ ახალ კლუბს იმდენი ვერა შემატა რა, რამდენიც ძველს დააკლო…
ეს ბოღმიანი ხელმოცარულების წკავწკავი ყველგან როგორ უნდა იყოს? ))) რაც შეეხება ბუდუ ამ კლუბში გადასვლას და ზემონახსენები ხელმოცარულების დამუნათებას, სად გარბოდაო, geo team-ის შემქმნელმა ამაზე გარკვევით ისაუბრა, რომ ,,კარლსრუეს” ჰქონდა ფინანსური პრობლემები, სჭირდებოდა თანხა, ,,ჰოფენჰაიმი” და ,,კარლსრუე” შეთანხმდნენ, რის შემდეგაც ბუდუს მიმართეს და ამას რა ექნა, ბოლომდე გიერთგულებთ და აქედან ფეხს არ მოვიცვლიო? წარმატებები ბუდუს და ნაკრების ბიჭებს.