ბუდუს “ჰაიდენჰაიმმა” ისევ მარცხი განიცადა

ბუნდესლიგის ოცდამეერთე ტურში „ჰაიდენჰაიმი“ გასვლაზე „ფრაიბურგთან“ 0:1 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა – შეფასებები: sofascore 7.1, flashscore 6.6, whoscored 6.4.
„ჰაიდენჰაიმმა“ ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა, ამ მომენტისთვის 14 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 14 თებერვალს ჩაატარებს – კონფერენს ლიგის მერვედფინალში გასასვლელი პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში გასვლაზე „კოპენჰაგენს“ დაუპირისპირდება.
ფრაიბურგი – ჰაიდენჰაიმი 1:0
გოლი: გრიფო (30)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში