ბუდუს “ჰაიდენჰაიმმა” “აუგსბურგთან” დასანანი მარცხი განიცადა

ბუნდესლიგის მეცხრამეტე ტურში „ჰაიდენჰაიმი“ გასვლაზე „აუგსბურგთან“ კომპენსირებულ დროში გაშვებული გოლით 1:2 დამარცხდა.
სტუმართა გუნდში მეოთხე შეხვედრა ჩაატარა ბუდუ ზივზივაძემ, თუმცა ჯერ გოლი ვერ გაიტანა. მან შეუცვლელად ითამაშა – შეფასებები: sofascore 6.8, whoscored 6.5, flashscore 6.4.
„ჰაიდენჰაიმმა“ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 14 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა და 1-ელ თებერვალს „დორტმუნდს“ უმასპინძლებს.
აუგსბურგი – ჰაიდენჰაიმი 2:1
გოლები: 1:0 მატსიმა (45+1), 1:1 მაინკა (76), 2:1 შლოტერბეკი (90+2)