ბუდუს ტრანსფერი ჩაიშალა – მიზეზს რუმინული გამოცემა განმარტავს

ka-news-ი იტყობინება, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს “კარლსრუეს” თავდამსხმელ ბუდუ ზივზივაძეში კლუბი, რომელსაც არ ასახელებდნენ, მილიონ ევროს იხდიდა, სიმართლე არ გამოდგა და ეს თავად წყარომ აღიარა.
რუმინული GSP-ის ცნობით, “რაპიდს” მართლაც სურდა ზივზივაძის შეძენა, მაგრამ გერმანული კლუბის მიერ მოთხოვნილი თანხა გადაჭარბებულად ჩათვალეს, მორიგი შეთავაზება საჭიროდ არ მიიჩნიეს, მოლაპარაკებები არ გაგრძელდება და ტრანსფერი არ განხორციელდება.
“კარლსრუე” 1-ელ სექტემბერს, მეორე ბუნდესლიგის მეოთხე ტურში, ბრაუნშვაიგში “აინტრახტს” დაუპირისპირდება და ალბათ, ქართველი ამ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ