მეორე ბუნდესლიგის მეცხრე ტურში „კარლსრუემ“ გასვლაზე „ულმი“ 1:0 ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ ცენტრალური მცველის მარცელ ფრანკეს გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა.
სტუმართა გუნდის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე სასტარტოში იყო, 83-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 87-ე წუთზე კი შეცვალეს. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა დადებითად შეაფასეს: flashscore 7.4, sofascore 7.3, whoscored 7.1.
„კარლსრუე“ 19 ქულით მეორე ადგილზეა და 26 ოქტომბერს „ჰერტას“ მიიღებს.
ულმი – კარლსრუე 0:1
გოლი: ფრანკე (90+4)