მეორე ბუნდესლიგის მეთოთხმეტე ტურში “კარლსრუემ” საკუთარ მოედანზე “ნიურნბერგი” 4:1 დაამარცხა და ამ მატჩში თავი მასპინძელთა თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ გამოიჩინა.
ზივზივაძე 81-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 2:1 იყო და დუბლი შეასრულა.
ბუდუს მცირე სათამაშო დრო ეძლევა და აქამდე მიმდინარე ტურნირზე მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდა გატანილი.
“კარლსრუემ” ჩემპიონატზე სამმატჩიანი მოუგებელი სერი შეწყვიტა, 16 ქულით მეთოთხმეტე ადგილზეა და 3 დეკემბერს “ჰანზას” მიიღებს.
კარლსრუე – ნიურნბერგი 4:1
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/472fdf83baf27e8f4000ea0195b356a9-FIyJu3-300x123.png)