ბუდუს თამაშს თბილისში თურქული კლუბის სკაუტები დააკვირდნენ

Fotomac-ის ცნობით, “ტრაბზონსპორი” საქართველოს ნაკრებისა და “კარლსრუეს” თავდამსხმელით ბუდუ ზივზივაძით დაინტერესდა.
თურქული კლუბი მომავალი სეზონისთვის შეტევის ხაზის გაძლიერებას აპირებს, “საუთჰემპტონიდან” იჯარით აყვანილი 29 წლის ნიგერიელი ებერე ონუაჩუს შენარჩუნება გაუჭირდება, რადგან მისი გამოსასყიდი ფასი 10 მილიონი ევროა, პორტუგალიური “ჩავესის” 28 წლის ესპანელ ფორვარდს ექტორ ერნანდესს აკვირდება და ზივზივაძის სამსახურით დაინტერესდა.
გამოცემა იტყობინება, რომ საქართველოსა და საბერძნეთის მატჩზე “ტრაბზონსპორმა” ბუდუს თამაშზე დასაკვირვებლად სკაუტები გაუშვა, Gazetedamga კი წერს, რომ ახლა ტრანსფერის განხორციელება მწვრთნელის აბდულა ავჩის გადასაწყვეტია.