ბუდუს ახალი გუნდის ამბები – “ჰაიდენჰაიმი” “ბაიერნის” მცველსაც იმატებს და ზივზივაძის კონკურენტს ანათხოვრებს

გერმანიის ბუნდესლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი “ჰაიდენჰაიმი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარას საკმაოდ აქტიურად ხვდება. გადაწყვეტილი ამბავია, რომ ამ კლუბში გააგრძელებს კარიერას საქართველოს ნაკრების ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე, რომელიც კონტრაქტს უახლოეს მომავალში გააფორმებს.
გერმანული პრესის ინფორმაციით, “ჰაიდენჰაიმი” “ბაიერნის” საკუთრებაში მყოფ 21 წლის გერმანელ მცველ ფრანს კრატზიგსაც ინათხოვრებს, რომელიც სეზონის პირველი ნახევრის განმავლობაში იჯარით “შტუტგარტში” ირჯებოდა.
საინტერესოა, რომ ბუდუს ყოფილი კლუბი “კარლსრუე” ქართველის შემცვლელს სწორედ “ჰაიდენჰაიმიდან” მიიყვანს და ბუნდესლიგაში დაწინაურებას ასე შეეცდება.
ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, “კარლსრუე” 24 წლის დანიელ ფორვარდ მიკელ კაუფმან სორენსენს ინათხოვრებს, რომელიც
“ჰაიდენჰაიმში” მიმდინარე სეზონის დასაწყისში “უნიონიდან” გადაბარგდა, მაგრამ ბუნდესლიგის 9 შეხვედრაში გოლი ვერ გაიტანა.
კაუფმანი “კარლსრუეში” 2022/23-წლების სეზონში იჯარით უკვე თამაშობდა და 30 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა.