მეორე ბუნდესლიგის მეხუთე ტურში „კარლსრუე“ პირველი ტაიმის შემდეგ ბუდუ ზივზივაძის გოლით საკუთარ მოედანზე „შალკეს“ 1:0 ამარცხებს.
ზივზივაძე აქტიური იყო, პირისპირ გავიდა მეკარე იუსტინ ჰეეკერენთან, მაგრამ ვერ გაუტანა, შემდეგ მეტოქესთან ბურთზე ბრძოლაში ყვითელი ბარათი მიიღო. „კარლსრუე“ უპირატესობას ფლობდა, ერთხელ სტუმართა კარი ძელმა იხსნა, პირველი ტაიმის დასასრულს კი ქართველი ხუთი მცველის გარემოცვაში გამარჯვებული გამოვიდა და თავისი გუნდი დააწინაურა. დააწინაურა. ის 5 გოლით ფისნიკ ასანისთან (ელვერსბერგი) და კენან კარამანთან (შალკე) ერთად ჩემპიონატის ბომბარდირია.
ზივზივაძემ გაიტანა და “კარლსრუეს” გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]